კომპანიის აღწერა

   გდ ჰოლდინგის ისტორია იწყება 32 წლის წინ Grolsh-ის დისტრიბუციით. გასული წლების განმავლობაში დაგროვებული კოლოსალური გამოცდილებით ჰოლდინგი გარდაიქმნა აბსოლუტურ ლიდერად სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ალკოჰოლური სასმელებისა და სიგარეტის დისტრიბუცია, საკვებისა თუ სხვა არასასურსათო პროდუქციის ლოჯისტიკა და უახლესი ენერგეტიკული გადაწყვეტილებები, როგორიცაა ჰიდროელექტროსადგურები, მზის ენერგიის ველები, მზის პანელები და ქარის ტურბინები. ჩვენ პორტფელი ასევე მოიცავს ინვესტიციებს სოფლის მეურნეობაში, სპეციალიზირებულად თხილისა და ღვინის წარმოებაში. გარდა ძირითადი სადისტრიბუციო მიმართულებებისა ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობაში, საყოფაცხოვრებო ნივთების და თავის მოვლის პროდუქტების დისტრიბუციაში.

 ჩვენს კომპანიებში დასაქმებულ ხალხთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა წლების განმავლობაში და დღეის მონაცემებით 2500-ზე მეტ პროფესიონალს მოიცავს მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვამაყობთ, რომ გვყავს ლოიალური და პროფესიონალთა გუნდი და ჩვენი ვალდებულება სრულყოფილებისა და ინოვაციების კულტურის ხელშეწყობისკენ აისახება ჩვენს მიერ განხორციელებულ ყველა პროექტში.

  გარდა ჩვენი ძირითადი ბიზნესისა, ჩვენ ასევე ვპარტნიორობთ Daily Group-თან, წამყვან კონგლომერატთან, რომელსაც აქვს ძლიერი წარმომადგენლობა საცალო ვაჭრობის სექტორში. მათთან პარტნიორობით, ჩვენ ვართ აფილირებული 1800 სუპერმარკეტისგან შემდგარ ფართო ქსელთან, რაც აძლიერებს ჩვენს ხელმისაწვდომობას და საშუალებას გვაძლევს მივაწოდოთ ხარისხიანი პროდუქტები და სერვისები ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს.

   სტრატეგიული ლოჯისტიკური სერვის ცენტრით, ჩვენ ვუზრუნველვყოფთ, რომ ყველა წამოწყება შესრულდება მაქსიმალური ეფექტურობითა და სიზუსტით. ჩვენმა წინდახედულმა მიდგომამ და ბაზრის ცვალებად მოთხოვნებთან ადაპტაციის უნარმა გამოგვარჩია, როგორც სანდო პარტნიორი მსოფლიო ბაზარზე. ჩვენ ვაგრძელებთ ზრდას, და ყურადღება მაქსიმალურად ეთმობა გრძელვადიანი პარტნიორების მოძიებას, ჩვენი გლობალური წარმომადგენლობის გაძლიერებასა და სწორი ღირებულებების გაზიარებას ჩვენი მომხმარებლებისთვის.

კომპანიის აღწერა
ისტორია
arrow_back
arrow_forward

1993

დასაწყისი

დასაწყისი

ჩვენმა დამფუძნებელმა დაიწყო Grolsch-ის ლუდის დისტრიბუციით, რამაც საფუძველი ჩაუყარა კომპანიას, რომელიც საბოლოოდ გადაიზარდა ბიზნეს იმპერიად.

1995

Pivotal Point

Pivotal Point

ჩვენ გავაფართოვეთ ჩვენი პორტფელი, რათა შემოგვეტანა ბაზარზე განსხვავებული სპირტიანი სასმელის ბრენდები, რითაც გავზარდეთ შეთავაზებების მრავალფეროვნება.

1997

GD Spirits

GD Spirits

დავაარსეთ "GD Spirits" , რომელიც რისტრიბუციას უწევს მეინსტრიმ და პრემიუმ საერთაშორისო ბრენდებს კავკასიის რეგიონში.

2001

GAC Trading Ltd

GAC Trading Ltd

  • შპს GAC Trading-მა დაიწყო სურსათის დისტრიბუცია, რაც საფუძველი გახდა GDM-თვის, რომ გამხდარიყო FMCG სადისტრიბუციო გიგანტი.

2004

GD Alco: Market Penetration

GD Alco: Market Penetration

GD Alco დაარსდა 2005 წელს და ამავე წლიდან არის ალკოჰოლის წამყვანი დისტრიბუტორი კავკასიის რეგიონში, 200-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდით.

 

2005

GDMco Establishment

GDMco Establishment

2004 წელს დაარსებულმა GDMco-მ საქართველოში F&B დისტრიბუცია დაიწყო და თანდათან გადაიქცა საკვებისა და სასმელების დისტრიბუციის გიგანტად.

2007

First official alcohol store

First official alcohol store

Whiskey House-მა, ჩვენმა პირველმა ალკოჰოლის ოფიციალურმა მაღაზიამ, მოგვცა საშუალება მოხმარებლებისთვის მიგვეწოდებინა პრემიუმ ალკოჰოლის ბრენდები.

2008

Real Estate Development

Real Estate Development

GD Holding შევიდა ახალ ინდუსტრიაში და პარტნიორობა გაუწია უძრავი ქონების ინდუსტრიის ლიდერებს საცხოვრებელი კორპუსების ასაშენებლად.

2016

GDCC Establishment

GDCC Establishment

2016 წელს დაარსდა GDCC, როგორც შვილობილი კომპანია, რომელმაც გადაიბარა L'Oreal და სხვა არასასურსათო FMCG დისტრიბუცია GDM-ისგან და ახლა არის ბაზრის ლიდერი.

2016

GDI Establishment

GDI Establishment

2016 წელს GDI დაიწყო PMI ბრენდების დისტრიბუცია და მოგვიანებით დაეხმარა მაღაზიების გახსნაში, წარმატებით შეასრულა ყველა PMI-ს KPI

2017

Grove Hotel

Grove Hotel

GD Holding-მა გახსნა ბიზნეს სასტუმრო თბილისის შუაგულში, სტუმრების მოსაზიდად და კომფორტისა და ეფექტურობის მსურველი ბიზნეს მომხმარებლებისათვის.

2019

LILO1 Logistic Center

LILO1 Logistic Center

2019 წელს GD Holding-მა შეიძინა LILO1 ლოგისტიკური ცენტრის 50% და გახდა რეგიონში უმსხვილესი საწყობის მფლობელი.

2021

Levori

Levori

GDM-მა შეიძინა Levori-ის 50%-იანი წილი, საყოფაცხოვრებო, ჭურჭლისა და მინის ჭურჭლის უმსხვილესი დისტრიბუტორი და საცალო მოვაჭრე.

2021

VineEra

VineEra

Founded in 2021, the company specializes in viticulture, winemaking, and high-quality hotel services in Kakheti Region, with 16 hectares of indigenous Georgian grape varieties.

2021

Development of Warehousing

Development of Warehousing

2021 GDM Holding-მა შეიძინა 36500 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქუთაისის ნიკეას ქუჩაზე სასაწყობო და კომერციული ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარებით.

2022

Agroculture

Agroculture

GD Holding-მა დიდი ინვესტიცია მოახდინა სოფლის მეურნეობაში, შეიძინა 400 ჰექტარზე მეტი მიწა ყურძნის, თხილის მოსაყვანად და თევზის მეურნეობების გასავითარებლად, საკუთარი პროდუქციის წარმოებისთვის.

2023

New Warehouse Tbilisi

New Warehouse Tbilisi

დაასრულა ახალი 7500 კვმ B კატეგორიის სასაწყობო და საოფისე ფართი თბილისში, რაც გაზრდის დისტრიბუციის ეფექტურობას.

2023

Soleolica Electric

Soleolica Electric

Soleolica Electric SL-მა, დაარსებულმა 2023 წელს, განახორციელა განახლებადი ენერგიის 50-ზე მეტი პროექტი, სპეციალიზირებული ტექნიკურ კვლევებში, ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლისა და ეკონომიკური ანალიზების სფეროში.

2024

Hydroelectric Station

Hydroelectric Station

2024 წელს GD Holding-მა დაასრულა ჰიდროელექტროსადგურის სამწლიანი პროექტი, რომელიც გამოიმუშავებს დაახლოებით 200,000,000 კვტ/სთ ყოველწლიურად.

2024

Meti

Meti

2024 წელს GD Holding-მა დაარსა Meti, საკუთარი ბრენდი, რომელიც აწარმოებს ენერგეტიკულ სასმელებს, ამუშავებს ყინულის ქარხანას და შედის მომსახურების სეგმენტში 'Meti Events'-ით.

Vehicle
სამომავლო გეგმები
ტექნოლოგია

 მოხარული ვართ წარმოგიდგინოთ ჩვენი გეგმები ბიზნეს ოპერაციების სრულყოფისაკე. ამჟამად, ჩვენ ვიყენებთ მოწინავე პროგრამული გადაწყვეტილებების ფართო სპექტრს, მათ შორის საწყობის მართვის სისტემას (WMS), ტრანსპორტის მართვის სისტემას (TMS), საწარმოს რესურსების დაგეგმვას (ERP), Power BI-ს, გაყიდვების და ადამიანური რესურსების მართვის პროგრამულ უზრუნველყოფებს (Self HR), Signify. აღნიშნული სისტემების გადის მუდმივ გაიმჯობესებას უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებისა და ფუნქციების ინტეგრირებით. ეს სტრატეგიული ინიციატივა შექმნილია არა მხოლოდ ჩვენი ყოველდღიური ოპერაციების გასამარტივებლად, არამედ ყოვლისმომცველი, ეფექტური და მონაცემებზე დაფუძნებული სისტემის შესაქმნელად.

 მსგავსი გაუმჯობესებები მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მომხმარებლებთან ჩვენს ურთიერთობასა და ხელს შეუწყობს ბაზარზე  საერთო ეფექტურობას და კონკურენტუნარიანობას შემდეგი გზით:

 ეფექტურობის გაზრდით, მონაცემთა ანალიზისა და ინტეგრაციის გაუმჯობესებით, მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის ოპტიმიზაციით, ადამიანური რესურსების პროცესების გამარტივებით და კონკურენტული უპირატესობის მოპოვებით.

ტექნოლოგია
პორტფელის განვითარება
პორტფელის განვითარება

 ჩვენი მომავლის ხედვა მოიცავს კომპანიის 50%-იან ორგანულ ზრდას, რაც საშუალებას მოგვცემს გავაძლიეროთ ჩვენი პოზიცია ბაზარზე და გავზარდოთ ოპერაციული ეფექტურობა. ჩვენი მიზანია გავაფართოვოთ ჩვენი პორტფელი 140-ზე მეტ პროდუქტამდე, რაც უზრუნველყოფს მრავალფეროვან ასორტიმენტს, რომელიც დააკმაყოფილებს ჩვენი მომხმარებლების მზარდ საჭიროებებს. გარდა ამისა, ვგეგმავთ გავზარდოთ ჩვენი ყოფნა კერძო ბრენდის კატეგორიაში, შევთავაზოთ მორგებული გადაწყვეტილებები, რომლებიც შეესაბამება მომხმარებელთა სხვადასხვა მოთხოვნილებებს. ჩვენი მასშტაბის კიდევ უფრო გაფართოების მიზნით, ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ გაყიდვებს ჩვენი რეგიონის გარეთ, რაც საშუალებას მოგვცემს შევიდეთ ახალ ბაზრებზე და განვავითაროთ ჩვენი ზრდის ტრაექტორია. ეს სტრატეგიული მიდგომა ხელს შეუწყობს ინდუსტრიაში მდგრადი წარმატებისა და ინოვაციების მიღწევას.

FMCG ბიზნეს განვითარება

 ჩვენ მოხარულნი ვართ გაგაცნოთ სამომავლო გეგმები, ჩვენ ვაშენებთ დამატებით სასაწყობო ობიექტს 7,500 კვ/მ ფართობით , რომელიც იფუნქციონირებს როგორც "A" კლასის საწყობი თბილისში და მნიშვნელოვნად გაგვიუმჯობესებს ინფრასტრუქტურას. ეს უახლესი ტექნიკა საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ საოპერაციო და ლოჯისტიკური შესაძლებლობები. გარდა ამისა, ჩვენ მიზნად ვისახავთ განვავითაროთ 15000 კვ/მ ფართობის ყოვლისმომცველი სასაწყობო ფართი ქუთაისში და 3000 კვ/მ კომერციული შენობები. ტემპერატურისადმი მგრძნობიარე პროდუქტების დასაწყობებაზე მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ჩვენ ასევე მოვაწყობთ სპეციალურ სამაცივრო ზონას 1500 კვ/მ და საყინულე განყოფილებას 1000 კვ/მ. ჩვენი მიზანია დავასრულოთ ეს პროექტი 2025 წელს რაც საშუალებას მოგვცემს უკეთესად მოვემსახუროთ ჩვენს მომხმარებლებს და გავაფართოვოთ ჩვენი ბაზრის არეალი.

FMCG ბიზნეს განვითარება
ბაზარზე შეღწევადობა
ბაზარზე შეღწევადობა

 ჩვენ მოუთმენლად ველით მონღოლეთის ბაზარზე შესვლას ალკოჰოლის დისტრიბუციის გზით, რათა ამ განვითარებად რეგიონში ძლიერი პოზიციები დავიმკვიდროთ. ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია დისტრიბუციის სანდო ადგილობრივი პარტნიორის იდენტიფიცირება და მასთან თანამშრომლობა, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლებთან ეფექტურად დაკავშირებას უნიკალური ბაზრის დინამიკის გათვალისწინებით. ეს ინიციატივა არა მხოლოდ გააძლიერებს ჩვენს ოპერაციულ გეოგრაფიას, არამედ საშუალებას მოგვცემს, გავამრავალფეროვნოთ ჩვენი შეთავაზებები არსებულ ხაზში ახალი ბრენდებისა და პორტფელების დამატებით. მონღოლეთში გაფართოებით, ჩვენი მიზანია ზრდის ხელშეწყობა და ჩვენი პოზიციების განმტკიცება საერთაშორისო სასმელების ბაზარზე.

პრემიუმ კლასის საცალო ვაჭრობა

 მოხარულები ვართ გაგაცნოთ ჩვენი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში 100-მდე სუპერმარკეტის გახსნას. ეს ინიციატივა არა მხოლოდ ხელს შეუწყობს ჩვენს მიერ გავრცელებული პროდუქციის გაყიდვასა და პოპულარიზაციას, არამედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება შემოსავლის გაზრდისკენ. ამ სუპერმარკეტების შექმნით, ჩვენი მიზანია გავზარდოთ ჩვენს საკუთრებაში არსებული პროდუქციის ხილვადობა და ხელმისაწვდომობა, რაც ჩვენს მომხმარებლებთან უფრო მჭიდრო კავშირის შექმნას შეუწყობს ხელს. ჩვენი მიზანია ამ პროექტის დასრულება 2026 წლის მეორე კვარტლისთვის, რაც დაგვაკავებინებს ზრდისთვის საჭირო პოზიციებს და რეგიონში მაღალი ხარისხის პროდუქციის მიწოდებისადმი ჩვენს მისწრაფებას კიდევ უფრო განვამტკიცებთ.

პრემიუმ კლასის საცალო ვაჭრობა
ღვინის გვირაბები
ღვინის გვირაბები

 ჩვენ შევიძინეთ 2 კილომეტრიანი გვირაბი , რომელიც გადაკეთდება მდიდრულ ღვინის გვირაბებად 2025 წლის ბოლოს. ჩვენი ხედვაა შევქმნათ დახვეწილი სივრცე, სადაც წარმოდგენილი იქნება ღვინოები მთელი მსოფლიოდან, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ქართული ღვინის კუთხეზე. ეს ტერიტორია არა მხოლოდ ქართული ღვინოების პოპულარიზაციას მოახდენს, არამედ იქნება საგანმანათლებლო პლატფორმა მნახველებისთვის, რათა გაეცნონ ღვინის კულტურებს და ადგილობრივ ყველთან ერთად დაადეგუსტირონ.

 მომხმარებლისთვის უკეთესი გამოცდილების მისაღებად, ჩვენ ჩავრთავთ ინოვაციურ ჰოლოგრამის ტექნოლოგიას, რომელიც აქტიურდება, როდესაც მომხმარებლები უახლოვდებიან კონკრეტულ ბოთლებს და მიაწვდის მათ დეტალურ ინფორმაციას ღვინისა და მისი წარმოშობის შესახებ. ჩვენი მიზანია გავზარდოთ ღვინის არსებობა და ცოდნა საქართველოში, შევქმნათ უნიკალური ადგილი ღვინის მოყვარულთათვის და ახალწვეულებისთვის. ეს ინიციატივა წარმოადგენს ჩვენს ვალდებულებას ადგილობრივი ღვინის კულტურის გამდიდრებისა და მეღვინეობის ხელოვნების უფრო ღრმა დაფასების ხელშეწყობისთვის.

ჭაჭის წარმოება

 მოხარული ვართ გაცნობოთ ჩვენი გეგმის შესახებ რომელიც ეხებაოთ ჩვენი საკუთარი ჭაჭს, ტრადიციული ქართული სპირტიანი სასმლის წარმოების დაწყებას. ჩვენი მიზანია 2025 წლის ბოლომდე დავამზადოთ ჭაჭას ორი განსხვავებული სახეობა, რომელთაგან თითოეული უნიკალური არომატული პროფილებითა და მახასიათებლებით გამოირჩევა. ეს ინიციატივა ასახავს ჩვენს მისწრაფებას, პატივი ვცეთ ქართულ მემკვიდრეობას და ამავდროულად, დავნერგოთ ინოვაციები სასმელების ინდუსტრიაში . ჩვენ გვჯერა, რომ ხარისხსა და ორგინალურობაზე ფოკუსირებით, შეგვიძლია შევქმნათ პროდუქტი, რომელიც როგორც ადგილობრივ მომხმარებლებს, ასევე საერთაშორისო ბაზრებს მოეწონებათ, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი მაღალი ხარისხის სპირტების პორტფელს.

ჭაჭის წარმოება